მთავრობის ადმინისტრაციასთან ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმე პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა - ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა

მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცავებს შორის დაპრიისპირება იყო.

ალეკო ელისაშვილმა რამდენჯერმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადა, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს.

საბოლოოდ, ელისაშვილი პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც სამართალდამცავებმა აღნიშნეს, ვინაიდან ელისაშვილი დეპუტატია, მას ვერ დააკავებენ, ამიტომ მისი ტერიტორიიდან განრიდება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ აქციის - "არა რუსულ კანონს" მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

აქციის ერთ-ერთი წამყვანის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლების შემდეგ ხელისუფლებისგან კანონის უკან გაწვევას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ასევე, შეკრებილების მოთხოვნაა, აქციაზე გავიდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება