ლევან ხაბეიშვილი - ვაჟა სირაძემ მითხრა, მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა, ახლა არ გამოვაო, მე მზად ვარ, პრემიერს თუ არ ეშინია, ხილვები თუ არ აქვთ, არაფერს დავუშავებ - ვაჟა სირაძე არ შემიჭამია

ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი, ის ვალდებულია, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში არის ადამიანი, რომელის ხელმძღვანელობითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეიქმნა და სწორედ მან უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი.

„აქ ზის ადამიანი, რომლის ხელმძღვანელობითაც ეს კანონი შეიქმნა და მიიღეს, შესაბამისად, ხალხს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი, ის ვალდებულია.

მე ვიცი, რომ მას ეშინია, ხომ თქვა მდინარაძემ, მე რომ გამოვიდე და რამე მომივისდეს, აბა, ახლა თავს ხო არ შევწირავო, ეშინიათ. მე მზად ვარ, ვაჟა [სირაძე] მოვიდა, არაფერი არ დამიშავებია, შევახსენე, რომ ქურდია და გაიქცა. მე მარტო ვარ, ვაჟას, რომ ველაპარაკე, არ შემიჭამია“, - განაცხადა ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ კვლავ მზად არის შეხვდეს კობახიძეს:

"ვაჟა სირაძემ თქვა, აბა წამოდი და შეგიყვანო, შენ მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? კი- მეთქი. წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა და იქ დადგა და ახლა ვერაო, არ გამოვაო. ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რაზეც ყველა ჩამოყალიბებულია - ეს არის კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი წაიღონ უკან. მე მართლა მზად ვარ, პრემიერ-მინისტრს თუ არ ეშინია, ხილვები თუ არ აქვთ, არაფერს არ დავუშავებ. საუბარი მინდა ერთადერთ რამეზე, ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს, ასი ათასობით მოქალაქეს აყენებს ამ მდგომარეობაში და აპირისპირებს პოლიციასთან. ეს არ არის კარგი და ამიტომ ეს კანონი უნდა წაიღონ უკან. მაგრამ მათი ამოცანაა არეულობა. როგორც კი კორუფციაზე დავუწყე საუბარი ვაჟა სირაძეს და ფულზე- ის კანონს კი არ იცავს, მის ფულს იცავს, სირაძეც, გომელაურიც, კობახიძე - მაშინვე დატოვა ტერიტორია და გაიქცა ისიც. ალეკო ელისაშვილზეც ვკითხე და თქვა, რომ მას განვარიდებთო, მაგრამ ალეკოს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, ესეც დავინახეთ ყველამ, მაგრამ თქვეს არ ვაკავებთო, მაგრამ მატყუარა, აფერისტია, ვაჟა სირაძის სიტყვა დაიჯერება ამ ქვეყანაში, თუ კობახიძის?!", - აღნიშნა მან.

ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან ლევან ხაბეიშვილსა და სამართალდაცველებს შორის დაპირისპირება იყო. ხაბეიშვილი ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ გაიყვანა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება