რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ასევე, მოძრაობა გახსნილია მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ქუჩებზე, სადაც დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა.

იმ დროისთვის, როდესაც დასუფთავების სამსახურმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო, სამართალდამცავებმა აქციის 2 მონაწილე ადგილიდან განარიდეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს, თუმცა რა გახდა მიზეზი, უცნობია.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე სამი დღეა აპროტესტებენ. 17 აპრილს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან მომიტინგეები 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა.

მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეების მიერ "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გაწვევისთვის ხელისუფლებისთვის მიცემული 1 - საათიანი ვადა ამოიწურა, დემონსტრანტებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება