ევროკავშირის ლიდერები ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერებმა ისრაელზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმა დაგმეს და მიიღეს გადაწყვეტილება, ირანის წინააღმდეგ სანქციები გააძლიერონ.

„ევროპული საბჭო მკაცრად და ცალსახად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე, იმეორებს სრულ სოლიდარობას ისრაელელი ხალხის მიმართ და ერთგულებას ისრაელის უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართ. ევროპული საბჭო მოუწოდებს ირანს და მის მარიონეტებს, შეწყვიტონ ყველანაირი თავდასხმა და მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებებისგან, რამაც შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა რეგიონში. ევროკავშირი მიიღებს შემდგომ შემაკავებელ ზომებს ირანის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უპილოტო საფრენ აპარატებთან და რაკეტებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ ბლოკი სრულად ერთგული რჩება, წვლილი შეიტანოს რეგიონში დეესკალაციასა და უსაფრთხოებაში.

შეგახსენებთ, ბრიუსელში გუშინ ევროკავშირის ორდღიანი სამიტი დაიწყო, რომელიც ბლოკის ლიდერების პირველი შეხვედრაა ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ შაბათს ღამით დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს