არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა, დუბაის აეროპორტში 290-მდე ავიარეისი გაუქმდა

სპარსეთის ყურის ქვეყნებში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ებრძვიან, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

მედიის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წაიქცა პალმები, ჩამოინგრა შენობების ფასადები. დუბაიში გაუქმდა ფრენები, შეფერხდა საავტომობილო მოძრაობა და სკოლები დაიხურა.

დუბაის საერთაშორისო აეროპორტი აცხადებს, რომ ძალიან რთული პირობების წინაშე დგას და მგზავრებს ურჩია, აეროპორტში არ მივიდნენ, თუკი ეს უკიდურესად აუცილებელი არ არის.

Flight Aware-ის მონაცემებით, ოთხშაბათს დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და აეროპორტიდან, დაახლოებით, 290 ავიარეისი გაუქმდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, რას ალ-ხაიმაში, სტიქიას 70 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, მას შემდეგ, რაც მოვარდნილმა წყალმა მისი ავტომობილი წაიღო.

წყალდიდობას ებრძვიან ომანშიც. საჰამში მაშველებმა გოგონას ცხედარი იპოვეს, რითაც ქვეყანაში კვირიდან დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროების ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჭექა-ქუხილი, ძლიერი წვიმა და ქარი უახლოეს დღეებში კვლავ მოსალოდნელია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება