დიდი ბრიტანეთის ელჩი - ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის

გაერთიანებული სამეფო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია. ნებისმიერი რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

„ჩემმა ევროკავშირელმა კოლეგამ, პაველ ჰერჩინსკიმ, ასევე, შარლ მიშელმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ნათლად განაცხადეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ამ კანონის გავლენის შესახებ. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია, მას მტკიცედ სჯერა, რომ ენერგიული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უმთავრესი კომპონენტია ნებისმიერი თანამედროვე დემოკრატიისა. ასე რომ, ნებისმიერ რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის მის მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის და ჩვენ ამის შესახებ უკვე გარკვევით განვაცხადეთ“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უდიდესი მხარდამჭერია.

„სუვერენიტეტი ნიშნავს არჩევანის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი აღარ არის, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას, ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება. ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკის მიზანია ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და თქვენს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ გსურს, ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ეს არის საქართველოს სუვერენული არჩევანი. საქართველოს გადასაწყვეტია, როგორ განმარტავს და რას გადაწყვეტს, გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს საქართველოს ამ გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს