გაერთიანებული სამეფოს ელჩი - საქართველოში სენსიტიური პერიოდია - ყველა მხარეს მოვუწოდებ, ნუ მიმართავენ ძალადობას

ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას აქციის მონაწილეების მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფის შესახებ.

დიპლომატის თქმით, საქართველოში სენსიტიური პერიოდია და მხარეებს მოუწოდებს, უარი თქვან ძალადობაზე.

„ძალადობის ნებისმიერი შემთხვევა პოლიტიკაში მიუღებელია, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის მისი სამიზნე. საქართველოში სენსიტიური პერიოდია, არსებობს ნამდვილად გულწრფელი ძლიერი გრძნობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე, არის მთავრობის მტკიცე პოზიცია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, ყველა მხარეს მოვუწოდო, არ მიმართონ ძალადობას“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება