საქართველოს აეროპორტების გაერთიანება გერმანიაში Passenger Terminal Expo 2024-ში მონაწილეობს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ფრანკფურტში 16-18 აპრილს მიმდინარე Passenger Terminal Expo 2024-ს ესწრება.

მათივე ინფორმაციით, PASSENGER TERMINAL EXPO & Conference მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენა-კონფერენციაა, რომლებიც 25 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრზეა განლაგებულია.

„3- დღიანი ღონისძიების ფარგლებში, მსოფლიოს 120 ქვეყნიდან 1600-ზე მეტი დელეგატი, 450 ექსპერტ-სპიკერი, აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ, გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის, ასევე, მგზავრებს საშუალება ექნებათ, ახალ გამოცდილებებს გაეცნონ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ფრანგულ. ჰოლანდიურ პოლონურ, ნორვეგიულ, შვეიცარიულ კომპანიებთან, მათ შორის, შეხვედრები გაიმართა პარტნიორ კომპანიებთან, UN STUDIO-სთან, TSR-თან, SITA-სთან, RESA-სა და DIMARK-თან, რომლებმაც სხვადასხვა დროს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საჭირო პროდუქციითა თუ სერვისებით უზრუნველყვეს. შეხვედრები გაიმართა აეროპორტების გაერთიანების მიმდინარე საერთაშორისო ტენდერებთან დაკავშირებით დაინტერესებულ კომპანიებთან პოტენციურ მომწოდებლებთან.

გამოფენაზე აეროპორტის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ, ერთმანეთს ესაუბრონ გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის. ასევე, დაათვალიერონ, ადგილზე შეხვდნენ პოტენციურ მიმწოდებლებს აეროპორტებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სპეცტექნიკის, სხვადასხვა აღჭურვილობისა და ინვენტარის სამომავლოდ შესყიდვის მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება