ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ენტონი ბლინკენი ჩინეთში ოთხდღიან ვიზიტს 23 აპრილს დაიწყებს.

Politico-ს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ბლინკენი ჩინეთში ვიზიტისას შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ეხმარება პეკინი რუსეთს თავდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში.

ენტონი ბლინკენის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

„ჩინეთი უახლოეს დღეებში სახელმწიფო მდივნის, ბლინკენის ვიზიტს მიესალმება“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება