Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე - თბილისში პოლიციამ, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის,  სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა - ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ხალხს პროტესტი

საქართველოს ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი გამოხატოს და გამოიყენოს სპეცრაზმი, რათა დაარბიოს და თვითნებურად დააკავოს მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით, - ამის შესახებ Amnesty International-ის დირექტორის მოადგილე აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, დენის კრივოშეევი აცხადებს.

„რისი მოწმეც გუშინ თბილისში გავხდით, იყო სასტიკი ანგარიშსწორება ხალხის მიმართ მშვიდობიანი პროტესტის უფლების გამოყენების გამო. ხელისუფლება იქცევა ისე, თითქოს მისი პრეროგატივაა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია ან არ შეუძლია ხალხს პროტესტი გამოხატოს და გამოიყენონ სპეცრაზმი, რათა დაარბიოს და თვითნებურად დააკავოს მომიტინგეები ძალადობის გამოყენებით. რამდენჯერმე ნახეს პოლიცია, როგორ მისდევდა და სცემდა გაქცეულ მომიტინგეებს ხელკეტებით, ალყაში აქცევდა მათ და უმოწყალოდ სცემდა, - აღნიშნავს დენის კრივოშეევი.

მისი თქმით, პოლიციამ თბილისში გუშინ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა.

„პოლიციამ იმის ნაცვლად, რომ ხელი შეეწყო მშვიდობიანი დემონსტრაციას, როგორც ჩანს, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა. მოვუწოდებთ სწრაფი, მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიების ჩატარებისკენ გამოყენებული ძალის ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებისთვის, რომლებმაც ძალა გამოიყენეს. ჩვენ ასევე შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება ფუნდამენტურია და საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ, - აღნიშნულია დენის კრივოშეევის განცხადებაში.

მისი თქმით, Amnesty International-ი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც თავისუფლების უფლების შეზღუდვისკენაა მიმართული და "აშკარად მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და მათი საქმიანობის შეზღუდვას".

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო