დმიტრო კულება „დიდ შვიდეულს“ - უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება Patriot-ისა და SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მიმართა, რომ კიევს დღეს სასწრაფოდ ესაჭიროება Patriot-ის და SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

უკრაინული მედიის ცნობით, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის დროს და შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ, კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„გზავნილი მარტივია: მსოფლიო უბრალოდ ვერ უყურებს, როგორ ხოცავენ უკრაინელებს რუსული რაკეტებითა და დრონებით. უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება Patriot-ისა და SAMP/T-ის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები რუსული ტერორისგან დასაცავად", - ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.

მინისტრის განმარტებით, სწორედ ეს საჰაერო თავდაცვის სისტემებია პრიორიტეტული, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ რუსული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება.

კულებას თქმით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდონ მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები.

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან ვნახეთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს შეუძლიათ მიიღონ მართლაც ძლიერი და არაჩვეულებრივი გადაწყვეტილებები, მადლობელი ვართ იმისთვის, რაც მათ უკვე გააკეთეს ჩვენთვის, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, მით უფრო თამამი გადაწყვეტილებებია საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ „დიდ შვიდეულს“ შეუძლია ამ გადაწყვეტილებების მიღება“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება