თინა ბოკუჩავა - ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც შური იძია ალეკო ელისაშვილზე - ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, პოლიტიკური ანგარიშსწორება

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „მოქალაქეების“ ლიდერ, ალეკო ელისაშვილზე თავდასხმას პოლიტიკურს უწოდებს.

ამის შესახებ მან საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ნაცვლად იმისა, რომ ქართული პოლიცია იცავდეს კანონსა და იცავდეს საქართველოს მოქალაქეებს, იცავდეს მართლწესრიგს, ივანიშვილის პირობებში, ქართული პოლიცია გადაიქცა სადამსჯელო ჯგუფად, რომელმაც, მათ შორის შური იძია ალეკო ელისაშვილზე. ეს არის პოლიტიკური თავდასხმა, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რისთვისაც ივანიშვილი იყენებს სახელმწიფო უწყებებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და, ამ შემთხვევაში, პოლიციას, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უწყებები ემსახურებოდნენ ქართველ ხალხსა და ქართველი ხალხის ინტერეს“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება იყო. როგორც დღეს დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის „გულიანად ნაცემია“, მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. „კორექტული ჯაჯგური" გვქონდა პოლიციასთან. ამ დროს, პირისპირ შევეფეთე საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს, ვაჟა სირაძეს და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემათრია რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიასთან. ამ შეთრევის დროს წავიქეცი და წაქცეულს წიხლებით შემდგნენ. ვინ იყვნენ ვერაფრით ვიტყვი იმიტომ, რომ მარტო ფეხებს და "ბათინკებს" ვხედავდი. ასეთი "კარგი" ნაცემი შემდეგ შემიყვანეს კანცელარიაში, იქ ანზორ ჩუბინიძესაც შევხვდი და მასთან ცხარე საუბარი მქონდა“,-განაცხადა ელისაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება