გერმანიაში სამართალდამცავებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავეს

გერმანიაში, ბავარიის ქალაქ ბაიროითში პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით, ორივე დაკავებულს ბრალად ედება დივერსიული მიზნებისთვის აგენტური საქმიანობა და ასევე, ასაფეთქებელი ნივთიერებების მომზადება.

პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცები ეძებდნენ პოტენციურ თავდასხმის ობიექტებს, მათ შორის აშშ-ის სამხედრო ბაზებს გერმანიაში.

ერთ-ერთ დაკავებულს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, კავშირში იყო რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტთან, ასევე ბრალად ედება აფეთქებისა და ხანძრის მოწყობის დაგეგმვა.

ქმედებების მიზანი, სავარაუდოდ, გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენის დისკრედიტაციაა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება