ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციამ ინგლისური სამართლის ფორუმს უმასპინძლა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, ფორუმი საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა, ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მაიკლ კლეიტონმა, ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნიკ ემერსონმა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, ჯონათან ჯანოგლიმ და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანარ ბაგიროვმა.

„ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა საერთაშორისო სამართალთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, როგორებიცაა: კომერციული სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, დავის ალტერნატიული გადაწყვეტა და სხვ. ასევე მიმოიხილეს დიდი ბრიტანეთის პრაქტიკა.

ინგლისური სამართლის ფორუმი საქართველოში პირველად ტარდება და იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს აერთიანებს დიდი ბრიტანეთიდან და საქართველოდან.

ინგლისური სამართლის ფორუმის მიზანია ფორუმმა მომავალში უფრო მასშტაბური სახე მიიღოს და შექმნას პლატფორმა, რომელიც დარგის ექსპერტების მონაწილეობით, მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე სადისკუსიოდ რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართულობასაც უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს