პაატა მანჯგალაძე - ქართველ ხალხთან, მის ნებასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია

საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც მას ამ გზაზე გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება.

“ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ რეალობას საერთოდ მოწყვეტილი არიან. ისინი თითქოს არ იმჩნევენ და ვერ ხედავენ ქუჩაში გამოსულ 100 000 მდე ადამიანს. თითქოს, არ იმჩნევ და ვერ ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმკაცრეს განცხადებებს მათ წინააღმდეგ. ამ ყველაფერს არათუ არ იმჩნევენ, არამედ, თითქოს გახარებულებიც არიან. მესმის მათი სიხარულის მიზეზი, ამ მასშტაბის ღალატი ჩაიდინეს, 100 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ, გათენდა და ისევ ხელისუფლებაში არიან, მაგრამ მინდა თითოეული მათგანი დავარწმუნო, ეს ყველაფერი დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება. ქართველ ხალხთან, მის ნებასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია. პროტესტი იქნება ისეთი და იმ დროს, როგორსაც ქართველი ხალხი და არა ივანიშვილი და ხელისუფლება გადაწყვეტს. პოლიტიკის მარტივი ფორმულაა, საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც ამ გზაზე მას გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება”, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებელი” ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის