დიმიტრი პესკოვი - უკრაინის ვალებით დამძიმება ხდება, რაც აშშ-ის კოლონიური პოლიტიკაა

აშშ-ის დახმარება უკრაინის შემდგომი სამხედრო მოქმედებების პროვოცირებას იწვევს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა კენჭს შაბათს უყრის.

„ნებისმიერ შემთხვევაში, დახმარების ნებისმიერი სახით გაწევა, უკრაინის შემდგომი საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებაზე საუბარია, რაც აშშ-სთვის გარანტირებულ სარგებელს უზრუნველყოფს. რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ამერიკელები საკუთარ თავს არ ივიწყებენ. ნებისმიერი დახმარების რეჟიმი უპირველეს ყოვლისა იმ სიტუაციას უზრუნველყოფს, როდესაც გამოყოფილი თანხების ძალიან დიდი ნაწილი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში რჩება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ვალებით დამძიმება ხდება, რაც აშშ-ის კოლონიური პოლიტიკაა.

„უკრაინამ ახლა არა მხოლოდ იმისთვის უნდა იბრძოლოს, რომ ამერიკელებს მოგება მოუტანოს, არამედ უკანასკნელ უკრაინელამდეც. ასევე, მათ ვალებით ამძიმებენ, ეს აშშ-ის საყვარელი კოლონიური პოლიტიკაა. ეს ფრონტის ხაზზე სიტუაციის განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას, რომელიც უკრაინელებისთვის ხელსაყრელი არ არის, ყველა სპეციალისტი და ნახევრად სპეციალისტი შეუიარაღებელი თვალით ხედავს. ამიტომ ეს ვერაფერს ვერ შეცვლის“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს