სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის წევრთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ალეკო ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა“, - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

უწყებაში დღეს დაზარალებულები გამოიკითხნენ, მათ შორის, „იმედის“ ჟურნალისტი. დღესვე, სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება