ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტებს არ ასახავს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზას. ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰანკე ბრუინს სლოტი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას.

„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებით. ამან შეიძლება ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მნიშვნელოვან მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზას“, - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პროტესტის ფონზე პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება