ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაური - ჩვენი ბირთვული დოქტრინის გადახედვა სავსებით შესაძლებელია

ისრაელის თავდასხმის საფრთხის ფონზე ირანმა შესაძლოა თავის ბირთვულ დოქტრინას გადახედოს, - ამის შესახებ ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის მეთაურმა, აჰმედ ჰაგთალაბმა განაცხადა.

„ჩვენი ბირთვული დოქტრინისა და პოლიტიკის გადახედვა, ასევე, ადრე გამოთქმული მოსაზრებების გადახედვა, სავსებით შესაძლებელია“, - განაცხადა აჰმედ ჰაგთალაბმა.

აჰმედ ჰაგთალაბი ირანის ბირთვულ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება