სტუდენტები პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

პარლამენტთან სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან შეკრებილები.

სტუდენტები აცხადებენ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ცნობადობა უნდა გაიზარდოს, კერძოდ, თუ რა საფრთხეებს შეიცავს მისი მიღება.

სტუდენტები რუსთაველიდან თბილისის სახელმწიფოს უნივერსიტეტის მიმართულებით მსვლელობას გეგმავენ.

მათი თქმით, რუსთაველიდან სახელმწიფოს უნივერსიტეტის მიმართულებით მიმდინარე მსვლელობას შემეცნებითი ხასიათი ექნება.

აქციაზე მყოფი ახალგაზრდები აცხადებენ, რომ „პროპაგანდა არის აგორებული, თითქოს ახალგაზრდებმა" “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე არაფერი იციან და შესაბამისად, არ იციან რას აპროტესტებენ, რაც სინამდვილეში ასე არ არის. მათი თქმით, კანონპროექტი ქვეყნისთვის საზიანოა და ის არ უნდა მიიღონ.

“ამ კანონით ცდილობენ, წაგვართვან მომავალი. სადაც არის ჩვენი მომავალი, იქ ვიდგებით ჩვენც”,- აცხადებენ სტუდენტები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება