პაატა კვიჟინაძე - საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი „ეროვნული მოძრაობიდან“ კომუნისტების წინააღმდეგ, შემდეგ „პრეფექტი“, ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, „ენჯეოს“ კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვარ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა

მე პირადად "ეროვნული მოძრაობიდან" ვარ, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ვიყავი "ეროვნული მოძრაობიდან", კომუნისტების წინააღმდეგ. შემდეგ ვიყავი პრეფექტი, ყველა ომი გადატანილი მაქვს და ახლა რომ მეუბნებიან, რომ ეს „ენჯეოს“ კანონი თუ მივიღე, თურმე, რუსეთუმე ვყოფილვართ, წარმოუდგენელი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი აგრძელებს ევროპისკენ სვლას, თუმცა, ეს უნდა მოხდეს საქართველოს დაუზიანებლად, განსხვავებით ოპონენტებისგან, რომლებსაც სურთ არეულობა.

"მერაბ კოსტავა და გამსახურდია ებრძოდნენ კომუნისტურ პარტიას, რომელიც მართავდა საქართველოს, იმათ რომ ის იცოდნენ ახლა რა ხდება, რომ ენჯეოებმა უნდა მართონ საქართველო, საფლავში გადატრიალდებოდნენ ორივე, დარწმუნებული ვარ. ჩვენ ვართ ყველა ევროპისკენ და გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას, ოღონდ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს საქართველოს დაუზიანებლად და ვიღაცებს უნდათ, ჩაერთონ შარში და უბედურებაში", - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს