"ევროპული საქართველო" - ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობის ფორმატს განვსაზღვრავთ იმის მიხედვით, რამდენად დაუახლოვდება მათი პოზიციები მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ხედვას

„ევროპული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პარტია სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან იმ შემთხვევაში ითანამშრომლებს, თუ მიმდინარე პროცესებზე მათი ხედვა ერთმანეთს დაემთხვევა.

როგორც „ევროპული საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნულიო, პროდასავლური პარტიების ნაწილი ხშირად თავად არღვევდა შეთანხმებებს და კოორდინაციის პირობებს.

„რაც შეეხება რამდენიმე პარტიის მიერ გაკეთებულ განცხადებას კოორდინაციასთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც მედიამ კითხვით არაერთგზის მოგვმართა, ისინი წარმოადგენენ პროდასავლური პარტიების მხოლოდ ნაწილს, რომელთაგან უმრავლესობა ხშირად თავად არღვევდა შეთანხმებებს და კოორდინაციის პირობებს.

ამიტომ, "ევროპული საქართველო" მათთან ურთიერთობის ფორმატს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაუახლოვდება ამ პარტიების პოზიციები მიმდინარე პროცესებზე ჩვენს ხედვას და რამდენად თანმიმდევრულები და პრინციპულები იქნებიან ისინი მათ მიერვე დადებული შეთანხმებების შესრულებისას“, - ნათქვამია "ევროპული საქართველოს" განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება