ირაკლი კუპრაძე - პროცესს მართავს ქართველი ხალხი და ახალგაზრდობა

დღეს საერთოდ დაანონსებულიც არ ყოფილა საპროტესტო აქცია, მაგრამ მოქალაქეები შეიკრიბნენ და ცხადია, რომ ამ პროცესს მართავს ქართველი ხალხი და ქართველი ახალგაზრდობა, ეს არის ხალხის დღის წესრიგი, - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოკვლას ცდილობს.

„დღეს „ქართული ოცნება“ ცდილობს, რუსული დაკვეთით, პუტინის დაკვეთით, ამ ქვეყანაში საბოლოოდ მოკლას ევროპული პერსპექტივა. მოკლას ევროინტეგრაციის გზის შესაძლებლობები, რაზეც ჩვენი მეგობრები ღიად და პირდაპირ მიგვითითებენ და რის დაშვებასაც ჩვენი საზოგადოება არ აპირებს. ცხადია, რომ ამ პროცესში მონაწილეობენ ახალგაზრდები, პოლიტიკოსები, ორგანიზაციები და ყველა ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნის ევროპული მომავალი ანაღვლებს.

მოვდივარ პირდაპირ იზოლატორიდან, სადაც ორი დღე გავატარე იმ სასტიკი მოპყრობიდან, რაც მოქალაქეებზე, ჩემზე და რიგით აქტივისტებზე მოახდინა "ქართულმა ოცნებამ", ეს იყო სასტიკი დარბევა, რასაც არასდროს არ გაატარებს ქართველი ხალხი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება