მედია - ისრაელმა ირანში ობიექტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ინფორაციას ABC News-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ირანული მედია იუწყება, რომ ისპაჰანის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქებების ხმები ისმოდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღეს დილით ავიაკომპანიებმა Emirates-მა და FlyDubai-მა დასავლეთ ირანის თავზე ავიარეისების მარშრუტების გადამისამართება დაიწყეს.

ირანული მედიის ცნობით, ქალაქებში : ისპაჰანში, შირაზსა და თეირანში ფრენები შეჩერებულია.

შეგახსენებთ, ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება