შალვა პაპუაშვილი - მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა და რა უნდა აკეთოს

მიკვირს, რომ ამ საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის ყოფილი კოლონიის კომპლექსი, რომელიც იყურება დიდ დედაქალაქებში და ცდილობს თვალებში ამოიკითხოს ვის რა უნდა, ვის რა სურვილები აქვს და რა უნდა აკეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი არის სახელმწიფოების გაერთიანება, ჩვენ იქ არავინ მიგვიღებს როგორც ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს, სახელმწიფოდ უნდა მიგვიღონ და თუ გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, უნდა ვიცხოვროთ, როგორც სახელმწიფომ.

„ჩვენ გვინდა ამ ურთიერთობაში ვიყოთ უბრალოდ ობიექტი, რომლის შესახებაც დიდები და ძლიერები იღებენ გადაწყვეტილებებს, თუ გვინდა ვიყოთ ამ პროცესის თანაბარუფლებიანი მონაწილე?! ჩვენ რა გვინდა ევროკავშირში ინტეგრირებისგან?! ჩვენ გვინდა ვიყოთ მოლაპარაკების ნაწილი თუ გვინდა რომ მოგვცენ მითითება რა გავაკეთოთ და ჩვენ ამის მხოლოდ აღმსრულებლები უნდა ვიყოთ?! ბოლო პერიოდი ვაკვირდები, როგორ მიდის სიტყვა სუვერენიტეტის დაკნინება. არადა ჩემი ყოველი შეხვედრა უცხოელ პარტნიორებთან იწყება მადლობით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს სუვერენიტეტს... და რა აღმოჩნდა?! გარკვეული კასტა, რომელიც ჩამოყალიბდა სიმბიოზი „ენჯეოებისა“ და რადიკალური პარტიებისა, ცდილობენ დააკნინონ და ნეგატიურ ჭრილში წარმოაჩინონ სიტყვა სუვერენიტეტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „იმედი LIVE” ეთერში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა