ირანელი მაღალჩინოსანი - ირანი ისრაელის წინააღმდეგ მყისიერ საპასუხო ქმედებას არ გეგმავს

ინციდენტის უცხოური წყარო არ არის დადასტურებული, ირანი ისრაელის წინააღმდეგ მყისიერ საპასუხო ქმედებას არ გეგმავს, - ამის შესახებ Reuters-ის ირანელმა მაღალჩინოსანმა ირანის ქალაქ ისპაჰანზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში განუცხადა და მან გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

"ინციდენტის უცხოური წყარო არ არის დადასტურებული. არანაირი გარე თავდასხმა არ მიგვიღია და დისკუსია უფრო მეტად მიდრეკილია ინფილტრაციისკენ, ვიდრე თავდასხმისკენ", - აღნიშნა წყარომ.

ამასთან, ირანელმა ანალიტიკოსმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ისპაჰანში საჰაერო თავდაცვის მიერ ჩამოგდებული მინი დრონები ირანის ტერიტორიიდან მოხვდნენ.

აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა, რომ თავდასხმა ისრაელიდან მოხდა, მაგრამ ისრაელს პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია.

შეგახსენებთ, მანამდე ABC News-მ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანში ერთ-ერთ ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა. The New York Times-ის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ისპაჰანის მახლობლად მდებარე სამხედრო ავიაბაზა იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ისრაელს, ჯერჯერობით, არ აუღია. ისრაელის მიერ 1-ელ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა გასულ შაბათ-კვირას ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.

ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ირანის ამ ქმედებას უპასუხებენ, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის და როგორ.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა