Galt & Taggart - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზები განაახლა

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2024 წელს, უკვე მეორედ, განაახლა მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. აპრილში გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშით, სავალუტო ფონდი 2024 და 2025 წლებში მსოფლიო ეკონომიკის 3.2%-იან ზრდას პროგნოზირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი, წინა პროგნოზთან შედარებით, მცირედით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებულია.

„ამასთან, ფონდის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის ტემპის შენელება გაგრძელდება და 2024 წლის მეორე ნახევარში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს, 2024 წლისთვის სავალუტო ფონდი ყველაზე მაღალ, 6.5%-იან ზრდას ტაჯიკეთში პროგნოზირებს, რომელსაც მოჰყვება სომხეთი (+6.0%), საქართველო (+5.7%) და უზბეკეთი (+5.2%).

სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ახლოს იქნება ცენტრალური ბანკების მიზნობრივ მაჩვენებლებთან გარდა, თურქეთისა, უზბეკეთისა და ყაზახეთისა. ამასთან, სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

სავალუტო ფონდი ყურადღებას ასევე ამახვილებს პოტენციურ რისკებზეც. კერძოდ, რეგიონალური კონფლიქტების ფონზე სასაქონლო ფასების სწრაფი ზრდა, მაღალი ინფლაციის განგრძობითობა, ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის შესუსტება და სხვა რისკები, რომლებსაც გავლენა ექნება გლობალურ ზრდაზე. ამასთან, გლობალური ეკონომიკა შესაძლოა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდოს თუ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდება გლობალური მიწოდების შეზღუდვების შემსუბუქების გამო და ცენტრალური ბანკები უფრო მეტად შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს, დაჩქარდება პროდუქტიულობის ზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მოსალოდნელზე სწრაფად განხორციელდება რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ძალის მეტ ჩართულობაზე, რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე და ა.შ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება