ვახტანგ გომელაური - ნათლად ჩანდა, ვინ ძალადობდა - შეიძლება ბევრი იყო ოპოზიციიდან, არ ვამბობ ყველაზე, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოუწოდებდნენ, ან თვითონ შედიოდნენ პოლიციასთან კონფლიქტში, შეურაცხყოფას აყენებდნენ

ელისაშვილის შემთხვევაზე ძალიან ვწუხვარ, რაც მოხდა, არ უნდა მომხდარიყო - მე რომ შეფასებები გავაკეთო იტყვით, რომ "აი, თქვენ გამოძიებაზე გავლენას ახდენთ", ამიტომ მეტს არაფერს ვიტყვი, დაველოდოთ გამოძიებას, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში განაცხადა, რითაც პოლიციელების მიერ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გამოძიება დაადგენს რატომ და როგორ მოხდა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, აქციაზე იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც მხოლოდ განცხადებების კეთებით შემოიფარგლებოდნენ, მაგრამ ასევე იყვნენ ისინიც, რომლებიც ძალადობდნენ და პოლიციასთან კონფლიქტში თავად შედიოდნენ.

„ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა რომ ორი სიტყვა ვთქვა, წეღან თქმა არ მაცალეს. ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა. გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ ან ეს იყო, ან ესე იყო, ესე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა. გამოძიება დაწყებულია და მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ესე თქვით და ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე და ა.შ. დაველოდოთ. კადრებში ნათლად ჩანდა თუ რა ხდებოდა რეალურად და გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი, ვინ ძალადობდა ვინ დაიწყო, ვინ არ დაიწყო. ბევრი იყო შეიძლება ოპოზიციიდან. მე არ ვიძახი ყველაზე, რომ ყველა ძალადობდა, ვთქვათ ოპოზიციის ლიდერები. ნორმალურად იყვნენ, განცხადებას აკეთებდნენ და ეს ნორმალურია, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი იყო ეგრე, მაგრამ იყვნენ ადამიანები. რომლებიც ძალადობდნენ და მოუწოდებდნენ, თვითონ შედიოდნენ პოლიციასთან კონფლიქტში, შეურაცხყოფას აყენებდნენ. დაველოდოთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია