კახა კალაძე „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ აგრესიაზე - ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იმავეს აკეთებდნენ

ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც იმავეს აკეთებდნენ, - ასე გამოეხმაურა მედიასთან თბილისის მერი, კახა კალაძე "იმედისა" და "პოსტ ტვ"-ის ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.

თბილისის მერის განმარტებით, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგვრა და შეურაცხყოფა, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა.

„ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, პირდაპირ კლავდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ, თორემ ხელისუფლებაში რომ იყვნენ, იმავეს გააგრძელებდნენ, იგივე უბედურებას ჩაიდენდნენ, რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ. დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ - ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. ეს არის ჩვეულებრივო ძალადობა. ახალისებენ ამ ყველაფერს, რად ძალიან ცუდია“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ეს არის მართული პროცესი.

„იმის მაგივრად, რომ მოწოდებები იყოს, ნუ შეუშლით ხელს ჟურნალისტებს თავის საქმიანობაში, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას. მერე რა, შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს? ეს არ არის ევროპული ღირებულებები. გააკეთეთ შედარება, ძალიან მარტივია, იგივე ეს ბუღაძეები და ვიღაცები, ჩვეულებრივი მოძალადეები არიან, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. იმის ნაცვლად, რომ მოუწოდონ ხელი არ შეუშალონ ჟურნალისტებს თავის საქმიანობაში, ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ “, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება