კახა კალაძე ომის ვეტერანებისთვის სააღდგომო ნობათების შეძენაზე - თუ ჩამონათვალში არის რუსული პროდუქტი, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია, იყოს ის პროდუქცია, რისი მოთხოვნაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლება, შესყიდვის პირობებში მწარმოებელი ქვეყანა მიუთითოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დედაქალაქის მერი თბილისის გამგეობების მიერ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის სააღდგომო ნობათების შეძენის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შესყიდვა შესაბამისი კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა.

„ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს კონკრეტული პროდუქტების შესყიდვაზე. არანაირი უფლება არ გვაქვს, მივუთითოთ, რომელი ქვეყნის წარმოებული უნდა იყოს პროდუქცია. კანონს ეწინააღმდეგება ეს ყველაფერი და არ შეიძლება ამის გაკეთება. შესაბამისად, თუ ჩამონათვალში არის რუსული პროდუქტი, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამაში. მთავარია, იყოს ის პროდუქცია, რისი მოთხოვნაც მუნიციპალიტეტს ჰქონდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება