სერგეი ლავროვი - სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გავაგრძელოთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სრულიად დარწმუნებულია, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის გაგრძელება აუცილებელია.

„ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაცია უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთი გამოხატავს მზადყოფნას მოლაპარაკებებისთვის და ეს მართლაც ასეა, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დიალოგს აზრი არ აქვს, მათ შორის იმიტომ, რომ „მის ბატონებს ჰეგემონიის დაკარგვის ეშინიათ“.

ამასთან, ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რუსეთი მოლაპარაკების პროცესში საბრძოლო მოქმედებებს არ შეაჩერებს.

„ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სტამბოლის ისტორიისგან განსხვავებით, მოლაპარაკებების დროს საბრძოლო მოქმედებებში არანაირ პაუზას არ გავაკეთებთ“, - აღნიშნა ლავროვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება