ნათია თურნავა IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IFC-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში ტურიზმის სწრაფ და მნიშვნელოვან ზრდას, ასევე, მშენებლობისა და IT სექტორებში უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ ეს უკანასკნელი ქართულ ბაზარზე სწრაფად მზარდ მიმართულებას წარმოადგენს.

ეროვნული ბანკის განმარტებით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ IT სექტორი წარმატებით იზიდავს ინვესტორებს და ბიზნეს სამყაროს ყურადღებას იპყრობს. ამასთანავე, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. „მხარეებმა მიმოიხილეს უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის მიმდინარე სტატუსი და ისაუბრეს ამ მხრივ დაგეგმილ მომდევნო ნაბიჯებზეც. საუბარი, ასევე, შეეხო მწვანე დაფინანსების სფეროში არსებულ სიახლეებს და სამომავლო გეგმებს. IFC-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალფონსო გარსია მორამ ქართულ დელეგაციის წევრებს შემდგომი დახმარების მზადყოფნა აღუთქვა. IFC-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება