ვახტანგ გომელაური - მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არაო, აბა მითხარი, აბა მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო - მე ვარ ამ გუნდის წევრი და დიახ, ვეთანხმები, სწორია

ისე მეკითხებოდნენ ამ კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო - მე ამ გუნდის წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, სწორია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დეპუტატებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ კი.

„მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, აბა მითხარი, აბა მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ. მე ვარ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრი და რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვარ ამ გუნდის წევრი და რა თქმა უნდა. ისე მეკითხებოდნენ თითქოს, რამე ჩამჭრელი კითხვა მკითხეს. დიახ, ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია. თუ ვალდებულები ვართ ყველა, სამინისტროები, რაში ვხარჯავთ ფულს, რომ შემოწმდეს, დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. არა ერთხელ აუხსნიათ და ჩემი ახსნა არ სჭირდება მე მგონი, ამ კანონს,“ - განაცხადა გომელაურმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო