„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები პირობას დებენ, რომ უკრაინის თავდაცვას გააძლიერებენ

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს გმობენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია.

„ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მკაცრად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას“, - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა ამ გზით, გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

„გამოვხატავთ ჩვენს გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები სიცოცხლის გადასარჩენად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენ, ამ მიზნით, ასევე ვიმუშავებთ პარტნიორებთან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად.

„გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზის შესწავლას, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისგან კომპენსაციის მიღებაში, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ლიდერების მოთხოვნის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას და რჩევის მიცემას აპულიის სამიტის წინ ყველა შესაძლო გზის და შესაძლო ვარიანტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო