ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან სოციალური სახლების მშენებლობაზე განცხადებების მიღებას იწყებს

ზუგდიდის მერია 22 აპრილიდან, უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღებას იწყებს.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა და ერთი თბილი ოთახის მოსაწყობად კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებების მიღება 22 მაისამდე იწარმოებს.

„აღნიშნული ინფორმაცია მერის მოადგილემ მაიზერ ნანავამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს მიაწოდა.

მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთონ, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა შეუძლიათ მიიღონ ქალაქისა და სოფლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთან ან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს