ოპოზიციური პარტიები  - „ქართული ოცნება" უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და ვდებთ პირობას, რომ ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მშვიდობიანი შეკრება - მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან, რომლებიც უკანონოდ შეზღუდავენ თქვენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ოპოზიციური პარტიების ნაწილი ავრცელებს.

როგორც ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება" უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული რუსული კანონი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებასთან და წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეთა წინააღმდეგ ხელისუფლების აშკარა პროვოკაციას, რაც იწვევს ადამიანების ბუნებრივ, გულწრფელ და მშვიდობიან პროტესტს.

მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაცია საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებაა, რომელიც დაცულია საერთაშორისო კონვენციებით. ამ უფლების წინააღმდეგ „ქართული ოცნება" უკანონოდ იყენებს საპოლიციო დანაყოფებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის ნაცვლად სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს:

1. პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პოლიციელმა უარი უნდა თქვას უკანონო ბრძანების ან განკარგულების შესრულებაზე. პოლიციელისთვის უკანონო ბრძანების მიმცემ პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხოლო პოლიციელი, რომელიც უარს იტყვის აშკარად უკანონო ბრძანების შესრულებაზე, თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან;

2. მშვიდობიანი მომიტინგეების ცემა, მიდევნება, სპეციალური საპოლიციო საშუალებების უკანონო გამოყენება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უკანონო შეზღუდვა წარმოადგენს დანაშაულს, რომლებზეც აუცილებლად დადგება ბრალეული პირების პასუხისმგებლობა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში. ყველა მოძალადე, განურჩევლად რანგისა, პასუხს აგებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე.

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს და ვდებთ პირობას, რომ ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობის დასრულებისა და კოალიციური, ევროპული მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მშვიდობიანი შეკრება - მანიფესტაციის დროს აღარასოდეს მოგიწევთ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან, რომლებიც უკანონოდ შეზღუდავენ თქვენს ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებებს.

ვაგრძელებთ წინააღმდეგობას და ბრძოლას რუსული კანონისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის საბოლოო გამარჯვებამდე.

არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები:

"ახალი";

"გირჩი მეტი-თავისუფლება";

"დროა";

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა";

"ლელო საქართველოსთვის";

"რესპუბლიკური პარტია";

"სტრატეგია აღმაშენებელი".

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია