იენს სტოლტენბერგი - ჩეხეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინა - მოკავშირეებმა ღრმად უნდა ჩაიხედონ საკუთარ მარაგებში და დააჩქარონ რაკეტების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის გადაცემა

ჩეხეთმა უკრაინისთვის ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე ნატო-უკრაინის საბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო-ს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ [უკრაინისთვის] სამხედრო დახმარების დაჩქარებასა და გაზრდაზე, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის…

მივესალმები გერმანიის ძალისხმევას, მათ შორის ბოლო გადაწყვეტილებას დამატებითი Patriot სისტემა გადასცენ უკრაინას. Patriot-ებთან ერთად, კიდევ ბევრი იარაღია, რომელთა გადაცემაც შეუძლიათ მოკავშირეებს, მათ შორის SAMP-T…

ჩეხეთმა დაადასტურა, რომ ამუნიციის მათი ინიციატივის ფარგლებში მათ [უკრაინისთვის] ნახევარი მილიონი საარტილერიო ჭურვი შეიძინეს.

მივესალმები ხვალ უკრაინისთვის კრიტიკული დახმარების პაკეტზე კენჭისყრისადმი აშშ-ის კონგრესში მიღწეულ პროგრესს. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი დამატებითი შეფერხებების გარეშე იქნება მიღებული.

მოკავშირეებმა უფრო ღრმად უნდა ჩაიხედონ საკუთარ მარაგებში და დააჩქარონ რაკეტების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის გადაცემა”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს