ახალგაზრდები პარლამენტთან საპროტესტო აქციას 20 აპრილსაც გამართავენ

პარლამენტთან ახალგაზრდების აქცია, სახელწოდებით „არა რუსულ კანონს” დასრულდა. როგორც მათ განაცხადეს, აქციას პარლამენტთან 20 აპრილსაც გამართავენ, კვლავ 19:00 საათზე. ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

„განვაგრძობთ ბრძოლას სტუდენტები. გამოდით ლექტორებო, გამოდით ყველა. ეს ქვეყანა ჩვენია, დასაკარგი არ გვაქვს. საქართველოს გაუმარჯოს, ვისია ეს ქვეყანა? ჩვენია.

არანაირი კოორდინაცია არ ყოფილა, ყველა საკუთარი ინიციატივით, საკუთარი გონებით, საკუთარი სულით და გულით გამოვიდა. არ დავიშლებით, ვიდრე ეს მთავრობა ამ მახინჯ კანონს არ გაიწვევს, იქამდე აქ ვიქნებით“, - აცხადებენ ახალგაზრდები.

ცნობისთვის ახალგაზრდები დღეს, თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, ამის შემდგომ კი, მსვლელობით იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს, რის შემდეგაც ასევე მსვლელობით გაემართნენ გმირთა მოედანზე. მათ გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რაც მათივე თქმით, არის პირობა იმისა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ხელისუფლება ვერ მიიღებს. გმირთა მოედნის შემდეგ აქცია პარლამენტთან დაასრულეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს