„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ თერჯოლის გგს-ში სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 22 აპრილის 12:00-დან 13:00 საათამდე არგვეთის მიმართულების მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

„გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თერჯოლის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის კვანძზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 22 აპრილის 12:00-დან 13:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ არგვეთის მიმართულების მომხმარებლებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს