ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა, იდენტიფიცირებულია, როგორც მაქს აზარელო და იგი ფლორიდის შტატიდან არის. აზარელო საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, მამაკაცის სამიზნეს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ან სასამართლო პროცესში მონაწილე სხვა პირები არ წარმოადგენდნენ. პოლიციის დეპარტამენტის კომისრის მოადგილემ, ტარიკ შეპარდმა აღნიშნა, რომ პოლიცია მამაკაცს შეთქმულების თეორიების მომხრედ განიხილავს. მამაკაცმა ინტერნეტში მანიფესტი დატოვა, რომელშიც მეგობრებს ბოდიში მოუხადა.

გამოქვეყნებულ პოსტში აზარელო „აპოკალიფსური ფაშისტური გადატრიალების“ შესახებ საუბრობს, კრიპტოვალუტას და ამერიკელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს, თუმცა კონკრეტულად დონალდ ტრამპს არ გამოყოფს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს