რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული” ჩატარდება

რუსთავში, 21 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი “ქართული" გაიხსნება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალი, წელს პირველად ტარდება და ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან, 1500-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას.

ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 21 აპრილს გაიხსნება და 25 აპრილს დაიხურება.

როგორც რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი “ ირიაო” ასრულებს.

“ფესტივალ “ქართულის” დაარსება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მიზანია, ხელი შევუწყოთ ქორეოგრაფიულ ანსამბლებს და გავაკეთოთ ქართული საქმე. წელს “ქართული” ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით ტარდება, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალში უფრო გაფართოვდება. 21 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით, ყველას გელოდებით რუსთავის ცენტრალურ პარკში, აქ მოწყობილ ულამაზეს საფესტივალო სივრცეში დაგხვდებათ არაჩვეულებრივი გარემო” - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ტბის ნაპირზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში საკონკურსო დღეები 25 აპრილს დაიხურება, თუმცა საფესტივალო დღეები 27 აპრილამდე გაგრძელდება. კონკურს-ფესტივალი “ ქართული”, რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა