The Wall Street Journal-ი - „ჰამასის“ ლიდერები პოლიტიკური შტაბ-ბინის კატარიდან გადატანას განიხილავენ

„ჰამასის“ ლიდერები პოლიტიკური შტაბ-ბინის კატარიდან გადატანას განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი არაბ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ის ცნობით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კატარმა და ეგვიპტემ, რომლებიც მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში შუამავლების როლს ასრულებენ, „ჰამასის“ წარმომადგენლებზე ზეწოლა გააძლიერეს, რათა შეთანხმების პირობებს დასთანხმდნენ.

„მოლაპარაკებები შეფერხდა, იმის პერსპექტივა, რომ ისინი განახლდება თითქმის არ არის, „ჰამასსა“ და შუამავლებს შორის უნდობლობა იმატებს“, - წერს ამერიკული გაზეთი.

გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასის“ ლიდერები შტაბ-ბინის გადატანის შესახებ რეგიონის ორ სახელმწიფოს დაუკავშირდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი ომანია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება