ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ევროინტეგრაციაზე მესაუბრებოდეს? 2012 წლამდე ცოცხებს და „დუბინკებს“ უყრიდნენ, ხვრეტდნენ ახალგაზრდებს

როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ევროინტეგრაციაზე მესაუბრებოდეს? ჯალათი როგორ შეიძლება ადამიანის უფლებებზე მესაუბრებოდეს?, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში 6 თვეში არჩევნები იქნება და ოპოზიციამ „კეთილი ინებოს და მოემზადოს“.

„ოპოზიციის გეგმა, მათი გეგმა და მიზანი დესტრუქცია, მეტი არეულობა, შფოთვა და ომია. ეს ადამიანები დამოუკიდებელი მოთამაშეები, აქტორები და პოლიტიკოსები არ არიან, ისინი არიან, უნდა ვთქვათ პირდაპირ - სხვა სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელნი, მათ არ გააჩნიათ საკუთარი ინტერესი, ჩვენი ქვეყნის ინტერესი მათთვის უცხოა, ჩვენი ხალხის ინტერესს ისინი არ ცნობენ, მათგან არანაირ კრიტიკას არ მივიღებ, როგორ შეიძლება „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი ევროინტეგრაციაზე მესაუბრებოდეს? ჯალათი როგორ შეიძლება ადამიანის უფლებებზე მესაუბრებოდეს? 2012 წლამდე უკაცრავად, ცოცხებს უყრიდნენ და „დუბინკებს“, ხვრეტდნენ ახალგაზრდებს.

პარლამენტში უნდა გაიმართოს დისკუსია, იქ არგუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს და ყველა არგუმენტი უნდა იყოს განხილული, დებატები უნდა მოხდეს და საღმა აზრმა გაიმარჯვოს. დღეს, ქვეყანას მართავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, არჩევნები სულ რაღაც 6 თვეში იქნება, კეთილი ინებონ, მოემზადონ არჩევნებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება