ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის ინიციატივაზე - კარგი ანეკდოტია, არასერიოზული კაცისგან ნათქვამი საინტერესო არ არის - „ქართული ოცნება“,  ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ - ომს, ნგრევას და უბედურებას

კარგი ანეკდოტია, არ ვიცი ამაზე როგორ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო. არასერიოზული კაცისგან ნათქვამი რაღაც სასაცილო შემოთავაზება არ არის საინტერესო, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა, როდესაც მან„ნაციონალურ მოძრაობას“ სთხოვა პარტიის ბორდი შექმნას, მის თავმჯდომარედ თავად სააკაშვილის კანდიდატურა განიხილოს, ხოლო მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიოს.

ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების პერიოდისთვის პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ახლა საქართველო აღარ იარსებებდა.

„ჩემთვის საინტერესოა, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს სწორი მიმართულებით განვითარება და ეს გზა არ შეიცვალოს. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ დღეს ან გუშინ არ ყოფილიყო „ქართლი ოცნება“ ხელისუფლებაში, რომ ყოფილიყო უკრაინაში ომის დაწყების დროს პრემიერ-მინისტრი მიხეილ სააკაშვილი, ან ნიკა გვარამია, ან ვინც არიან ეს გაუგებარი ადამიანები, დღეს ქვეყანა შეიძლება აღარ გვქონოდა, იმიტომ, რომ მთელი ძალით ქვეყანას შეიყვანდნენ ომში და დაანგრევდნენ ქვეყანას. ვიცი, რომ არ მოგწონთ ეს ნათქვამი რადიკალურ ოპოზიციას და ტელევიზიებს, მაგრამ „ქართული ოცნება“, ნიშნავს მშვიდობას და სტაბილურობას, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ნიშნავს ომს, ნგრევას და უბედურებას“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის