მამუკა მდინარაძე - „ნაცი“ „ნაცია“, ქალი ქალია და კაცი კაცია - მკვლელები არიან არსით და აზრით - პლაკატების ჩამოხევა დაიწყეს, ხალხს კანონი რომ არ წაეკითხა

რიტმში ჩაჯდა - „ნაცი“ „ნაცია“, ქალი ქალია და კაცი კაცია, მარტივია, შეუძლებელია სხვანაირად ვიფიქროთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ნაწილად გაიყოფა ოპოზიცია, რადგან მდინარაძის შეფასებით, მათ აქვთ საერთო წარსული, საერთო აწმყო და მომავალი „მავნებლური გეგმებით“.

„ექვსი, ცხრა ორმოცდაჩვიდმეტი, რამდენადაც არ უნდა დაიქსაქსონ, „ნაცი“ არის „ნაცი“. საერთო წარსული აქვთ, საერთო აწმყო აქვთ მავნებელი გეგმებით და საერთო მომავალი აქვთ, ასევე, მავნებლური გეგმებით. კლავდნენ, ახლა აბულინგებენ და ფსიქოლოგიურად უნდათ ადამიანების მოკვლა და მომავალშიც თუ ხელისუფლება ექნებათ, ფიზიკურადაც მოკლავენ და ფსიქოლოგიურადაც და სანამ ხელისუფლება არ ექნებათ, ფსიქოლოგიურად ეცდებიან ადამიანების მოკვლას. მკვლელები არიან არსით - ეს ადამიანები არიან მკვლელები, აზრის. QR კოდების აღმნიშვნელი პლაკატების ჩამოხევა დაიწყეს, რომ ხალხს კანონი არ წაეკითხა“,- განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება