პაატა მანჯგალაძე - უარი უნდა ვთქვათ რუსულ „მართვის მოწმობაზე“ და ავიღოთ ევროპული „მართვის მოწმობა“ - ქართველი ერისთვის ხელთათმანის სროლას არავის ვურჩევ

ჩვენ უარი უნდა ვთქვათ რუსულ „მართვის მოწმობაზე“ და უნდა ავიღოთ „ევროპული მართვის მოწმობა“ - არავის არ ვურჩევ ქართველი ერისთვის ხელთათმანის სროლას, - ამის შესახებ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ, „ევროპული პარადიგმის“ ორგანიზებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ ასე გააგრძელებს, საზოგადოებისგან კიდევ უფრო დიდ პროტესტს მიიღებს.

საზოგადოებაში „ქართული ოცნების“ გარდა არავინ სვამს კითხვის ნიშანს, რომ კანონი რუსულია და ემსახურება რუსულ საქმეს. არაერთხელ დავასახელე ბევრი მიზეზი, თუ რატომ არის კანონი რუსული, ბევრი მარტივი ტესტი არსებობს ამის: ის ვრცელდება ჩვენს პარტნიორებზე, ზღუდავს ჩვენი პარტნიორების ოპერირებას საქართველოში, ახარებს რუსეთს, ზღუდავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ეს თქვა არა რომელიმე ოპოზიციის ლიდერმა, არამედ ევროპის უმაღლესმა თანამდებობების პირებმა განაცხადეს, დაწყებული შარლ მიშელით, დამთავრებული ნატო-ს გენერალური მდივნით. როცა ეს ადამიანები ამბობენ, რომ ამ „რუსული მართვის მოწმობით“ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი, უარი უნდა ვთქვათ რუსულ „მართვის მოწმობაზე“ და უნდა ავიღოთ ევროპული „მართვის მოწმობა“, რომელიც 9 პუნქტის შესრულებას გულისხმობს. ეს არის მარტივი ფორმულა, რაც უნდა გავაკეთოთ. ხალხი ფიქრობს, რომ ამ კანონის მიღება არ შეიძლება. რუსეთი საქართველოში არც დემოკრატიის განვითარებისთვის ზრუნავს, არც სასამართლო და საარჩევნო რეფორმაზე, არც მეტ დემოკრატიაზე და რუსეთზე როგორ ვრცელდება? არ მაინტერესებს კანონპროექტი მისი შინაარსით, როცა სტრატეგიულ პარტნიორებს ბლოკავს, მეორე მოსმენას დავესწრები და გავაკეთებთ ყველაფერს, არავის ვურჩევ ქართველი ერისთვის ხელთათმანის სროლას. „ქართული ოცნება“ თუ კიდევ გააგრძელებს ასე, უფრო დიდ პროტესტს მიიღებს. ჩვენი გემა არის - დათქვას „ქართული ოცნების“ რომელიმე ლიდერმა, რამდენი ადამიანის დგომა სჭირდება რუსთაველის გამზირზე, რომ ეს კანონი არ მიიღონ და ჩვენ ამას უზრუნველყოფთ”, - განაცხადა პაატა მაჯგალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო