მამუკა მდინარაძე - ის ახალგაზრდები, რომლებიც ლაპარაკობენ სლოგანის ქვეშ „არა რუსულ კანონს“ ითხოვენ, არ დამანახოთ გამჭვირვალობაო, ვერ ავიტან, რომ NGO-მ, ლომჯარიამ და გიგაურმა შეავსონ დეკლარაცია, ეს რუსული ამბავი იქნებაო

წარმოიდგინეთ, რეალურად რას ითხოვენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ლაპარაკობენ სლოგანის ქვეშ „არა რუსულ კანონს“ , სინამდვილეში ითხოვენ, რომ არა, არა, მე არ მინდა, არ დამანახოთ, გამჭვირვალობა. ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიტან, რომ NGO-მ, ლომჯარიამ და გიგაურმა არ შეავსონ დეკლარაცია, ეს რუსული ამბავი იქნებაო, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა,როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტზე.

მისი თქმით, გამჭვირვალობა საქართველოს გარდა არავის აწყობს.

„ამათ რა ჰგონიათ, იცით? გამჭვირვალობა რომ იქნება უზრუნველყოფილი, რაც ფაქტია, არავის აწყობს საქართველოს გარდა, გამჭვირვალობა რომ იქნება უზრუნველყოფილი და ამ ქვეყანაში არეულობას და ქაოსს ნაკლებს მოახერხებენ იმიტომ, რომ დონორები შეიკავებენ მერე თავს რაღაცებისგან, ეს ჰქონიათ,რომ ან ერთი მიმართულების ინტერესია ან მეორე. სინამდვილეში ბოლოს რუსულ ინტერესთან მივა ქვეყანა იმიტომ, რომ აგერ ჯარი გიდგას, აქედან რამდენიმე კილომეტრში. ამას ვერ აცნობიერებენ. მართლა პარადოქსია,ირაკლი კობახიძემ თქვა, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის და ახლა ხალხი გამოიყვანეს რაღაც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ სლოგანით სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად. ეს შეძლეს ხალხო, რასთან გვაქვს საქმე წარმოგიდგინეთ, რომ სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის აკვდებოდა ქართველი კაცი მტერს და საუკუნეები იბრძოდა და დღეს, თანამედროვე სამყაროში გვიწევს ბრძოლა, თან გვეუბნებიან, რუსები ხართ, რუსულ კანონს იღებთო და გვიწევს ბრძოლა, რომ ამის ფონზე სუვერენიტეტი გავაძლიეროთ, გამჭვირვალე იყოს, დონორმა რომ რაღაც მავნებლობაზე თავი შეიკავოს და მხოლოდ კარგი საქმეები დააფინანსოს, რასაც აფინანსებენ. წარმოიდგინეთ, რეალურად რას ითხოვენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ლაპარაკობენ სლოგანის ქვეშ „არა რუსულ კანონს“ , სინამდვილეში ითხოვენ, რომ არა, არა, მე არ მინდა, არ დამანახოთ, გამჭვირვალობა. არავითარ შემთხვევაში ვერ ავიტან, რომ NGO-მ, ლომჯარიამ და გიგაურმა არ შეავსონ დეკლარაციაო, ეს რუსული ამბავი იქნებაო. სინამდვილეში აქ დავდივართ და ამიტომ არის, რომ ამბობენ, შინაარსში არ შევიდეთო. ეს უნდა გადავლახოთ, აქ უნდა მოვიგოთ და ხალხმა უნდა გაიგოს, რომ იმ დოკუმენტში, კანონში რეალურად მეტი არაფერი წერია გარდა იმისა, რომ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამისი ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად და შეავსონ დეკლარაცია. მეტი არაფერი, რაც სუვერენიტეტს აამაღლებს და არაო, სუვერენიტეტი უნდა დაეცესო“, - განაცხადა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება