6 წლის წინ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები „ქართული ოცნების“ ლიდერებს გორში პლაკატებით დახვდნენ

„ხელს აფარებთ მკვლელებს“, „ხელისუფლება ჩემი მეტრია“ - ამ შინაარსის პლაკატებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, 6 წლის წინ გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მშობლები “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს გორის თეატრთან დახვდნენ, სადაც „ქართული ოცნების" ლიდერები ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს ხვდებოდნენ.

გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის განცხადებით, ოჯახი დღემდე უშედეგოდ ითხოვს ობიექტურ გამოძიებას.

შემთხვევა 2018 წლის 6 ივლისს საღამოს მოხდა. ოფიციალური ვერსიით, 20 წლის ახალგაზრდას, სოფელ ხელთუბანში, საავტომობილო გზაზე მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა.

აღნიშნული ბრალდებით ერთი სასჯელს ერთი პირი იხდიდა, თუმცა გარდაცვლილის ოჯახს გამოძიების ამ ვერსიის არ სჯერა და აცხადებენ, რომ მერებაშვილის გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა არ გამხდარა და იგი მოკლეს.

გარდაცვლილის ოჯახს ირაკლი ღარიბაშვილი პარტიულ აქტივთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ შეხვდა და ესაუბრა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი