შვედეთის სამეფოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა

შვედეთის სამეფოში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრების ვიზიტი გაიმართა.

საკრებულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთის სამეფოში ვიზიტით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე იმყოფებოდნენ.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები შვედეთის დედაქალაქის, სტოკჰოლმის, მუნიციპალიტეტის საბჭოს თავმჯდომარეს, ოლლე ბურელს, შეხვდნენ.

„შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-შვედეთის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა დადებითად შეაფასეს და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზაობა გამოთქვეს. საუბრისას განიხილეს ისეთი თემები, როგორებიც არის - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში თბილისის საკრებულოს ხედვები, განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები, ქალაქების დაგეგმარებისა და მართვის შვედური მოდელი. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზები დასახეს.

ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ასევე შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, გუდრუნ ბრუნეგორდთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან - შვედეთის როგორც მმართველი კოალიციის, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.

აღნიშნული შეხვედრების გარდა, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები შვედეთის ისტორიულ საუნივერსიტეტო ქალაქ უფსალაში იმყოფებოდნენ და ქალაქის მუნიციპალიტეტის საბჭოს (საკრებულოს) ვიცე-პრეზიდენტს, კარლ ლინდბერგს და უფსალას უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, ლარს ბურმანს, შეხვდნენ. თბილისის საკრებულოს წევრები უფსალას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სპეციალურ საცავში საქართველოს შესახებ დაცულ უნიკალურ დოკუმენტებს, რუკებსა და იშვიათ წიგნებს გაეცნენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ბიბლიოთეკის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ვიზიტის დასასრულს თბილისის საკრებულოს დელეგაცია სტოკჰოლმის ხანდაზმულთა ადმინისტრაციას ეწვია, სადაც შვედეთის წამყვანმა ექსპერტებმა პრეზენტაცია გამართეს ადმინისტრაციის მუშაობის სპეციფიკისა და ხანდაზმულთა სოციალური სერვისების შვედური სისტემების შესახებ. თბილისის საკრებულოს დელეგაციის შეხვედრებში მონაწილეობდა შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან