გრიგოლ გეგელია - რას ნიშნავს ღარიბაშვილის განცხადება, რომ სტატუსის მიღებით საქართველომ "მაქსიმუმს მიაღწია"? ეს განაცხადია, რომ არ აპირებენ ნაბიჯები გადადგან ევროკავშირისკენ - დადგა მომენტი, ხალხმა პასუხი გასცეს რუსეთის მსახურ მთავრობას!

ღარიბაშვილი ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიზანი არ არის საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანება, - ასე ეხმაურება "ლელოს" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ახლა საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

გეგელია მიიჩნევს, რომ დადგა მომენტი, როდესაც ქართველმა ხალხმა მკაფიო პასუხი გასცეს რუსეთის მსახურ მთავრობას.

"დღეს რუსეთის ვასალმა ღარიბაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ თურმე კანდიდატობის მიღებით საქართველომ უკვე “მიაღწია მაქსიმუმს”, მეტისთვის კი მზაობა არ ყოფილა.

რას ნიშნავს ეს? ეს არის რუსეთის მსახური ხელისუფლების პირდაპირი განაცხადი, რომ საქართველო არ აპირებს განახორციელოს რეფორმები და გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისკენ.

მეორეც, ღარიბაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ არ არსებობს კონსენსუსი ახალ წევრებზე. სინამდვილეში, ევროკავშირმა გაფართოების ახალი ტალღა დააანონსა და მკაფიოდ განაცხადა, რომ ვინც შესაბამის რეფორმებს გაატარებს, მას შეეძლება 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენს ორ პარტნიორ კანდიდატ სახელმწიფოს, უკრაინას და მოლდოვას, ევროკავშირი წელსვე გაუხსნის გაწევრიანების მოლაპარაკებას.

შესაბამისად, ერთადერთი წინაღობა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს, ეს არის “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს რეფორმებზე და მიზანმიმართულად გადაჰყავს ქვეყანა რუსეთის რელსებზე.

გარდა ხელისუფლებისა, არცერთი სხვა ფაქტორი და გარემოება არ უშლის ხელს საქართველოს სწრაფ წინსვლას ევროკავშირისკენ. ამიტომ დადგა მომენტი, როდესაც ქართველმა ხალხმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს რუსეთის მსახურ მთავრობას, რომელმაც საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა და ღიად ჩადგა რუსეთის სამსახურში", - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის პიკია, წევრი ქვეყანა კი ახლა ვერ გახდება.

"ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს, პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი, ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგ ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით?" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება